გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე საქართველოს სტენდია წარმოდგენილი. ქართული თაფლის მწარმოებელი რვა კომპანია დამთვალიერებელს მეფუტკრეობის პროდუქტებს – სხვადასხვა სახეობის ქართულ თაფლს, მათ შორის ჯარას თაფლს აცნობს. ექსპოზიციაში 50 ქვეყანა და მეფუტკრეობის სექტორში მოქმედი 150-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს.