საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს საუკეთესო სომელიე 2024 გამოავლინა.
გამარჯვებული 2026 წელს ლისაბონში დაგეგმილ მსოფლიო სომელიეთა კონკურსზე წარადგენს ჩვენს ქვეყანას. ღონისძიება მიზნად ისახავს არა მხოლოდ საუკეთესო სომელიეს გამოვლენას, არამედ სომელიეების პროფესიული ზრდისა და განვითარების მხარდაჭერას.