ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სამოქალაქო პროცესების ფონზე, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოში ამბობენ, რომ ნაჩქარევმა და ემოციურმა ქმედებებმა ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობა არ უნდა დაარღვიოს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ხაზი დღეს ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის. საპატრიარქომ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ეკლესიის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.