საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი აია-სოფიასთვის მეჩეთის სტატუსის მინიჭებას, სამწუხარო ფაქტს უწოდებს.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ აია-სოფიას ტაძრისთვის მეჩეთის სტატუსი არ მიენიჭებინათ. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია-სოფიას სტატუსის შეცვლის შესახებ განკარგულებას ხელი 10 ივლისს მოაწერა. განკარგულების თანახმად, აია-სოფიას მუზეუმის ნაცვლად, მეჩეთის სტატუსი ექნება.