საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში

საქართველოს თემას განიხილავენ სტრასბურგში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გახსნილია. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ ქართული დელეგაცია ასამბლეის პრეზიდენტთან აუდიენციისთვის ემზადება. სასესიო მუშაობის პარალელურად, ქართველი დეპუტატები არაერთ ორმხრივ შეხვედრას გეგმავენ, სადაც შიდა პოლიტიკური საკითხების, ოკუპაციის თემის და ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო 12 პუნქტის შესრულების განხილვას აპირებენ. სესიის მონაწილეებმა უკვე მიიღეს პირველი გადაწყვეტილება – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან კვლავ ჰოლანდიელი დეპუტატი, ტინი კოქსი აირჩიეს, რომელსაც ქართულმა დელეგაციამაც მისცა ხმა. კოქსის კონკურენტი უკრაინის წარმომადგენელი იყო. სწორედ უკრაინას ეხება რეზოლუციის პროექტი, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე უნდა დაამტკიცონ.