ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო გერმანიიდან ახალ მხარდამჭერ გზავნილებს იღებს. ბერლინი ევროპის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის, „სოციალ-დემოკრატების“ კონგრესს მასპინძლობს. 30-წლიანი საქმიანობის შემაჯამებელ კონგრესს ესწრება ქართული დელეგაციაც. მთავარი განსახილველი თემა გაფართოების პოლიტიკაა.
რა განცხადებებს აკეთებენ დასავლელი პარტნიორები ამ მიმართულებით – სალომე ქოქიაშვილი იმყოფება ბერლინში.