საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბერლინში

ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო გერმანიიდან ახალ მხარდამჭერ გზავნილებს იღებს.

ბერლინი ევროპის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური პარტიის, „სოციალ-დემოკრატების“ კონგრესს მასპინძლობს. 30-წლიანი საქმიანობის შემაჯამებელ კონგრესს ესწრება ქართული დელეგაციაც მმართველი პარტიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. „ქართული ოცნება“ სწორედ „სოციალ-დემოკრატთა“ ჯგუფის წევრია. საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციაა, სადაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერაა დაფიქსირებული და წერია, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. „სოციალ-დემოკრატთა პარტიის“ თანათავმჯდომარეს ქართველმა დეპუტატებმა დღეს პირადად მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.