საქართველოს სამ არასრულწლოვან მოქალაქეს ერაყიდან საქართველოში გადმოიყვანენ
საქართველოს სამ არასრულწლოვან მოქალაქეს დღეს ერაყიდან საქართველოში ჩამოიყვანენ და აღსაზრდელად მშობლების სახლში, ბებია-ბაბუასთან გადაიყვანენ. საუბარია სამ მოზარდზე, რომელთა დედას ე.წ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი მეუღლის გამო, ერაყში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
ქართულმა მხარემ ერაყის იუსტიციის სამინისტროსთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, შეთანხმებას მიაღწია და ბავშვებს, რომლებიც ამ დრომდე ციხეში იზრდებოდნენ, ოჯახს გადმოსცემენ.
აეროპორტში რეისს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ელჩი და მოზარდების ოჯახის წევრები დახვდებიან.