მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი, – ზურაბ ჟვანიას ეს ცნობილი ფრაზა წელს ევროპის საბჭოს სასახლის წინ გახსნილ ვარსკვლავზე დაიტანეს. ითქვა ისიც, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 წევრ ქვეყანას შორის საქართველო გამორჩეული ლიდერია.
ისტორიული იყო ჩვენი ქვეყნისთვის 27 ნოემბერი. ევროპის საბჭოს 20 წლიანი წევრობის შემდეგ პირველად საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თამჯდომარე ქვეყანა გახდა. მანამდე კი ქართულ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ევროსაბჭოს ყოფილი პრეზიდეტნის სიტყვამ. დონალდ ტუსკმა ბათუმში კოსმოპოლიტიზმზე საუბრისას ვაჟა ფშაველას სიტყვები ქართულად წაიკითხა.
2019 წელს ახალ საფეხურზე გადავიდა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაც. შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი მიიღო. სხვადასხვა გამოწვევის მიუხედავად, წელს თითქმის ყველა მაღალი დონის პოლიტიკური ტრიბუნიდან ისმოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადებები.
ანა ბროლაძემ გადაავლო თვალი 2019 წლის ქართულ საგარეო პოლიტიკას.