საქართველოს საექსპორტო პოტენციალი

საქართველოდან ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი წელს 30 პროცენტს აღწევს. თუმცა, ბოლო წლებში თითქმის უცვლელი რჩება იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელსაც საქართველო სხვა ქვეყნებს სთავაზობს. ეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები მოქმედებს.

მთავრობა ახალი პერსპექტიული დარგების გამოვლენას ცდილობს. საექსპორტო პროდუქტების გარდა, იკვეთება სერვისების მიმართულებაც. მათ შორისაა არქიტექტურა და დიზაინი.