საქართველოს რადიო ახალი წლიდან ახალ სეზონს იწყებს.
სამ ეტაპად დაყოფილი კონკურსი დასრულებულია. განახლებული საეთერო ბადისთვის სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული 12 პროექტი შეირჩა, რომელიც უკვე არსებულ გადაცემებს დაემატება. მათ შორისაა პირველი არხის რამდენიმე სატელევიზიო გადაცემის რადიო-ვერსია ოდნავ შეცვლილი ფორმატით. საეთერო ბადე მუსიკალურ, შემეცნებით და საინფორმაციო პროგრამებს მოიცავს.