“საქართველოს რადიო” - მზადება განახლებული მაუწყებლობისთვის

2019 წლიდან პირველი არხის რადიოს საეთერო ბადე მთლიანად შეიცვლება.

რეორგანიზაციის პროცესში გადაცემები კონკურსის წესით შეირჩევა. პროექტების წარსადგენად მსურველებს ერთთვიანი ვადა აქვთ. კონკურსში მონაწილეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებსაც შეუძლიათ.

ქვეყნის პირველი რადიო, რომელსაც არსებობის 93-წლიანი ისტორია აქვს, მასშტაბური რეფორმირებისთვის ემზადება.