საქართველოს რადიო იუბილარია

96 წელი თქვენს სამსახურში, – მაუწყებლობა იწყება ჩვენით –  საქართველოს რადიო იუბილარია. კავშირგაბმულობის შენობიდან, ქვეყნის პირველი რადიოს პირველი გადაცემა ეთერში 1925 წელს გავიდა. დღეს საქართველოს რადიო მთელ ქვეყანას ფარავს. გაუმჯობესდა მიწოდების ხარისხი. განახლდა არსებული გადაცემები და ჩაეშვა ახალი პროგრამაც. შეიქმნა მობილური აპლიკაციაც. პოლიტიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ეკონომიკური,  კულტურული და სპორტული გადაცემები სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მქონე მსმენელსაა მორგებული.

საქართველოს რადიო