საქართველოს პრეზიდენტმა გერმანელ კოლეგას წინანდალში ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა და გერმანიის დელეგაციის წევრებს სალომე ზურაბიშვილმა ქართული კულტურის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გერმანიის პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა.