საქართველოს პრეზიდენტმა გერმანელ კოლეგას წინანდალში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანელ კოლეგას წინანდალში ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა და გერმანიის დელეგაციის წევრებს სალომე ზურაბიშვილმა ქართული კულტურის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გერმანიის პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა.