საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაციასთან საქართველოს მხარდასაჭერი აქტი განიხილა
გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაციასთან საქართველოს მხარდასაჭერი აქტი განიხილა. შეხვედრისას პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველო მუდმივად გრძნობს შეერთებული შტატებისგან.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, დიდი დრო დაეთმო, საქართველოს მხარდაჭერის აქტის ინიციატივის შესახებ საუბარს, რომელმაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ახალ დონეზე უნდა აიყვანოს.