საქართველოს პრეზიდენტი რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელი სენატორის, რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „საქართველო გლოვობს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გულითადი მხარდამჭერის გარდაცვალების გამო“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარი, რომელიც სენატში რესპუბლიკურ პარტიას 1977-2013 წლებში წარმოადგენდა, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სახელობისაა საქართველოში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.