საქართველოს პრეზიდენტი რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

12:26, 30.04.2019

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელი სენატორის, რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „საქართველო გლოვობს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გულითადი მხარდამჭერის გარდაცვალების გამო“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარი, რომელიც სენატში რესპუბლიკურ პარტიას 1977-2013 წლებში წარმოადგენდა, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მისი სახელობისაა საქართველოში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

მსგავსი