მორწმუნეებს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. – „გილოცავთ მარიამობას! ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს! ღვთისმშობელმა მოგვცეს სულიერი სიმშვიდე, დაგვაძლევინოს სიძულვილი, აგრესია და მისგან გამოწვეული ძალადობა! ფარავდეს ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენ შვილებს და მოგვანიჭოს ძალა ურთიერთატანისა და გატანისა!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.