სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონთან შესახვედრად ემზადება. ზუსტად ერთ საათში, საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას ელისეს სასახლეში უმასპინძლებს.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მხარეები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. გაკეთდება ერთობლივი განცხადებები – ანა ბროლაძე საფრანგეთიდან.