საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგასთან შესახვედრად ემზადება

12:04, 19.02.2019

სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონთან შესახვედრად ემზადება.  ზუსტად ერთ საათში,  საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას ელისეს სასახლეში უმასპინძლებს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მხარეები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. გაკეთდება ერთობლივი განცხადებები  – ანა ბროლაძე საფრანგეთიდან.

მსგავსი