საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, სხვადსხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტები განიხილეს ირაკლი კობახიძემ და ილჰამ ალიევმა პირისპირ შეხვედრაზე.
დისკუსია ბაქოში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის დაწყებამდე გაიმართა. შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.