ენერგოუსაფრთხოება, ლოგისტიკური, სატრანსპორტო პროექტები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება – ორი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს დღეს ბაქოში, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერს უმასპინძლა.
ირაკლი კობახიძემ რეგიონული ტურნე ბაქოში ვიზიტით დაიწყო და პრემიერის რანგში აზერბაიჯანს პირველად ესტუმრა. მაღალი დონის შეხვედრებზე მეზობელ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების ერთობლივად განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მასპინძელი ქვეყნის პირველ პირთან ერთად, ირაკლი კობახიძემ მოლაპარაკებები გამართა მის აზერბაიჯანელ კოლეგასთანაც.
მთავრობის მეთაურის ვიზიტს ბაქოში ნოდარ ჩაჩუა აშუქებს.