საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში

სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები – ეს და სხვა მნიშვნელოვანი თემები იყო განხილული საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის.

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულდა.  ირაკლი კობახიძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა, რის შემდეგაც ლიდერებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძის პირველ ვიზიტს ბაქოში „მოამბის“ გადამღები ჯგუფი აშუქებს და ახლა პირდაპირ ეთერში ნოდარ ჩაჩუა შემოგვიერთდება.