საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო. ირაკლი კობახიძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა, რის შემდეგაც ლიდერებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ალიევთან შეხვედრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას, ალი ასადოვსაც შეხვდა. საუბრის მთავარი თემები ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა იყო.
რა გზავნილები კეთდება აზერბაიჯანიდან – ნოდარ ჩაჩუა ისაუბრებს ბაქოდან.