გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა. მხარეებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობასა და ორი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გააქტიურება, მათ შორის- ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოტენციალის ათვისება. აღინიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ხელს შეუწყობს ერთობლივი ბიზნესფორუმი, რომლის გამართვა თბილისში მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება.
პრემიერ-მინისტრმა სერბეთის რესპუბლიკას ჩვეულებრივი პასპორტებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.