ბაქო გაერო-ს კლიმატური ცვლილებების სამიტს მასპინძლობს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრება. მონაწილეებს შორის არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც. სამიტის მთავარი თემა გლობალური დათბობის მძიმე შედეგების მინიმიზაცია და კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად განვითარებადი ქვეყნების ფინანსური დახმარებაა. სამიტზე უნდა განიხილონ, როგორ სრულდება სათბური აირების ემისიის შესამცირებლად და ეკოლოგიურად უვნებელი ტექნოლოგიების დასანერგად აღებული ვალდებულებები, რაც ცხრა წლის წინ პარიზის სამიტზე მიღწეული გლობალური შეთანხმების ნაწილია. დაგეგმილია პრემიერ ირაკლი კობახიძის გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე.