საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში

ათეულობით ქვეყნის ლიდერები ბაქოში იმყოფებიან.

აზერბაიჯანის დედაქალაქშია საქართველოს პრემიერი. ხვალ გაერო-ს კლიმატური ცვლილებების სამიტი გაიხსნება. მონაწილეებს შორის არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც. დღის წესრიგის მთავარი თემა გლობალური დათბობის მძიმე შედეგების მინიმალიზაცია და კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად განვითარებადი ქვეყნების ფინანსური დახმარებაა. სამიტზე უნდა განიხილონ, როგორ სრულდება სათბური აირების ემისიის შესამცირებლად და ეკოლოგიურად უვნებელი ტექნოლოგიების დასანერგად აღებული ვალდებულებები, რაც ცხრა წლის წინ პარიზის სამიტზე მიღწეული გლობალური შეთანხმების ნაწილია. დაგეგმილია პრემიერ ირაკლი კობახიძის გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. საქართველოს მთავრობის მეთაური უკვე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს. განსაკუთრებული ყურადღება ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობას დაეთმო. აქცენტი გაკეთდა ე.წ. შუა დერეფანზე, რომელიც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.

„მოამბე“ ბაქოშია, – ანა ბროლაძე გააშუქებს გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტს.