საქართველოს პრემიერის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულებულია. ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის იყო საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობა. ირაკლი კობახიძემ ტრიბუნიდან ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასაც მიმართა. პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მნიშვნელოვან როლსა და ქვეყნის მიღწევებზე ეკონომიკურ სფეროში. მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ვიზიტი შეაჯამა. პრემიერი ასევე გამოეხმაურა ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმების საკითხს და ოპოზიციის სასარგებლო ჰუმანიტარულ აქტად შეაფასა.