ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენცია იმართება. მასში მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერიც მონაწილეობს. კონფერენციის მთავარი მიზანი უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონფერენციაზე საქართველო კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და უკრაინის აღდგენაში მაქსიმალური წვლილის შეტანისთვის მზადყოფნას.