საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობიდან 100 წელი გავიდა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.
1917 წლის 19 ნოემბერს ეროვნულმა ყრილობამ აირჩია ეროვნული საბჭო, შემდგომში კი, საბჭომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
დღესვე, კონფერენციაზე განვლილი პერიოდი გაიხსენეს. მონაწილეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ საქართველოში ეს თარიღი საერთოდ არ აღინიშნება.