26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ისტორიული დღე, რომელმაც საქართველოს მომავალი განსაზღვრა.

1918 წლის 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე, მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ანუ დღევანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ნოე ჟორდანიას ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის 7-პუნქტიან აქტს ხელი მოაწერა და ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელსაც ჰყავდა თავისი წარმომადგენლობითი ორგანო და სამი წლის თავზე ჰქონდა საკუთარი კონსტიტუცია. თუმცა დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობა დაახლოებით 3 წელს გაგრძელდა. 1921 წელს თბილისში რუსული მე-11 არმია შემოიჭრა და ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა, რომელიც 70 წელს გაგრძელდა.

1918 წლის 26 მაისს ჰყავს თავისი გმირებიც, რომლებმაც დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე ქართველი ხალხის მრავალწლიანი ოცნება რეალობად აქციეს.