საქართველოს პირველი არხის თანამშრომლები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ
ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 58 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი. პროცესი ამ დროისთვის ორი პრეპარატით – ჩინური „სინოფარმით“ და ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკათი“ მიმდინარეობს. უკვე რამდენიმე დღეა, ჩინური ვაქცინით იცრებიან საქართველოს პირველი არხის თანამშრომლები. დღეს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცრა მოამბის პროდიუსერებმა და ჟურნალისტებმა ჩაიტარეს. ისინი მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
მოამბე