საქართველოს პირველი არხის თანამშრომლები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ

15:15, 09.05.2021

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 58 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი. პროცესი ამ დროისთვის ორი პრეპარატით – ჩინური „სინოფარმით“ და ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკათი“ მიმდინარეობს. უკვე რამდენიმე დღეა, ჩინური ვაქცინით იცრებიან საქართველოს პირველი არხის თანამშრომლები. დღეს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცრა მოამბის პროდიუსერებმა და ჟურნალისტებმა ჩაიტარეს. ისინი მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში  ჩართვისკენ მოუწოდებენ.

მოამბე

 

მსგავსი