საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან
საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტი მესამე სექტორს შეხვდა. დისკუსიას ესწრებოდნენ ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც მედიის მიმართულებასთან არის დაკავშირებული. თინათინ ბერძენიშვილმა ექვსწლიანი ხედვა და გეგმა წარადგინა.
მაუწყებლის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაა. ორგანიზაციამ დაიწყო სხვადასხვა ტიპის შეხვედრები დაინტერესებულ ჯგუფებთან, რაც მიზნად ისახავს ორგანიზაციული პროცესების გამჭვირვალობისა და ღიაობის ხელშეწყობას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს ორგანიზაციის საქმიანობის შედეგები, მიმდინარე სიახლეები, გამოწვევები. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.