საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაწესებულებებთან არსებულ საზოგადოებრივ მისაღებებში.
სამუშაოები ტარდება გარე დაცვის, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოების ბაზებზე, მათ შორის დეზინფექცია უტარდება ესკორტირების მანქანებს, რომელთა მეშვეობით, სასამართლო პროცესებსა და სამოქალაქო სექტორის კლინიკებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გადაყვანა ხორციელდება. 14 მარტს დეზინფექცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობას ჩაუტარდება.