ფრანკფურტში 2018 წლის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის კონცეფციის, 500 ლიტერატურული და 100 კულტურული ღონისძიების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას წამყვანი გერმანული მედიის და ფრანკფურტის კულტურული ინსტიტუციების ხელმძღვანელები დაესწრნენ. ქართული პროგრამის დეტალებზე გერმანიის არქიტექტურის მუზეუმში კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა და პავილიონის სამხატვრო ხელმძღვანელმა ისაუბრეს.
საქართველოს პავილიონის მთავარი კონცეფცია ქართული ანბანის 33 სიმბოლოს ეფუძნება.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრებს ჩვენი პროგრამა დიდი ისტორიის მქონე თანამედროვე ქვეყანას გააცნობს. ქართული ლიტერატურა და კულტურა მთელი წლის განმავლობაში გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის 35-მდე გერმანულენოვანი ქალაქის ყურადღების ცენტრში მოხვდება.