საქართველოს პარლამენტში კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში კონფერენცია – საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები მიმდინარეობს. კონფერენცია პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო აღიარებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე წარმატებულ ქვეყნად.

კონფერენციის ფარგლებში, მსჯელობა გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესზე.

ღონისძიება, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ტარდება.