საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი კვლავ თბილისი გახდება

ახალი წლიდან საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი კვლავ თბილისი გახდება. საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობას საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. თუმცა, პარლამენტის გადმოტანას არ ეთანხმებიან ოპოზიციაში. საკითხზე ცვლილება უნდა შევიდეს რეგლამენტში.

დეპუტატები პირველი მოსმენით მის განხილვას დღევანდელ სხდომაზე აპირებენ – ქუთაისიდან სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.