მომავალი ორშაბათიდან საქართველოს პარლამენტი ახალი რეგლამენტით იმუშავებს.
ცვლილებების მიხედვით მკაცრდება არაერთი მიმართულება, მათ შორის, იზრდება იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომლებიც დეპუტატისთვის ხელფასის დაქვითვის მიზეზი გახდება.
დეპუტატები სხდომების გაცდენისას ვეღარ მოიმიზეზებენ ოჯახურ მდგომარეობას, რასაც მე-9 მოწვევის პარლამენტში საკმაოდ აქტიურად იყენებენ. ამასთანავე, ამოქმედდება კონსტიტუციის ის ჩანაწერი, რომელიც დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასაც ითვალისწინებს.