საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია პიონჩანგში მიემგზავრება

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია პიონჩანგში მიემგზავრება.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში დღეს ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას ორი ქართველი ოლიმპიელი – ნინო წიკლაური და იასონ აბრამაშვილი დაესწრნენ, სადაც სპორტსმენებმა ოლიმპიური ფიცი დადეს.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს ოლიმპიური გუნდი პიონჩანგში ოთხი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი:

სამთო-სათხილამურო სპორტი – იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური.

საციგაო სპორტი – გიორგი სოღოიანი და ფიგურულ სრიალში მორის ყვითელაშვილი.

პიონჩანგში საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფიც მიემგზავრება და ოლიმპიადასთან დაკავშირებულ სიახლეებს უწყვეტ რეჟიმში შემოგთავაზებთ.