ჰამბურგში გამართულ ტაიკვანდოს ჯე კლასის სარეიტინგო ბრძოლებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა, სადაც არკად კირაკოსიანმა ბექა ქავთარაძე დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში 4-სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
ჰამბურგიდან დაბრუნების შემდეგ, ეროვნული გუნდი ყაზანში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც სტარტს 7 მაისს აიღებს.