საქართველოს ნაკრების შედეგი ტაიკვანდოს სარეიტინგო ბრძოლაში

18:29, 22.04.2018

ჰამბურგში გამართულ ტაიკვანდოს ჯე კლასის სარეიტინგო ბრძოლებში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა, სადაც არკად კირაკოსიანმა ბექა ქავთარაძე დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში 4-სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

ჰამბურგიდან დაბრუნების შემდეგ, ეროვნული გუნდი ყაზანში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც სტარტს 7 მაისს აიღებს.

მსგავსი