საქართველოს ნაკრების მზადება დასკვნითი მატჩისთვის

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის მზადება დაიწყო.

ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე დახურული ვარჯიში გამართა. ხვალ კი 13:45 საათზე საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინა პრესკონფერენციას ვილი სანიოლი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, არენა „აუფ შალკეზე“ ჩაატარებს. პრესკონფერენციის შემდეგ 18:00 საათზე ქართველი ფეხბურთელები მატჩის წინა ვარჯიშს ფელბერტში გამართავენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, პორტუგალიის ნაკრებს 26 ივნისს, 23:00 საათზე დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.