საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის გუნდთან შესახვედრად ემზადება.
უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქი პოზნანი უმასპინძლებს. ნაკრების შემადგენლობა უკვე პოლონეთშია და მოსამზადებელ ვარჯიშებს მართავს. თუ ჩეხეთის და ალბანეთის მსგავსად, ორ დღეში დაგეგმილი მატჩიც ჩვენი მოგებით დასრულდება, საქართველოს შანსები მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ უფრო გაიზრდება. თამაშის საყურებლად დიდი ეკრანი მონტაჟდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე.