საქართველოს ნაკრების ისტორიული თამაში - გულშემატკივართა მზადება კახეთში

დიდი სამზადისია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული მატჩისთვის თელავში.

მთავარ მოედანზე სამზადისი თითქმის დასრულებულია. საქართველოსა და თურქეთის შეხვედრის ყურებას გულშემატკივრები სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე შეძლებენ. ქალაქის მთავარი მოედანი მორთულია საქართველოს დროშებით. მაყურებლებისთვის მოწყობილია ასევე კვების სივრცეები.

საქართველოს ნაკრების თამაშის დიდ ეკრანზე თვალს მიადევნებენ კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში.