საქართველოს პარალიმპიური ნაკრების ისტორიული შედეგი – ქართველი პარაძიუდოისტი, გიორგი ქალდანი პარიზის პარალიმპიური თამაშების ვიცე ჩემპიონი გახდა. მისმა მეუღლემ, ინა ქალდანმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს ჩვენი გუნდისთვის მასშტაბურ სპორტულ ფორუმზე მოპოვებული მერვე მედალია.
საქართველო პარიზის პარალიმპიადაზე სპორტის ექვს სახეობაში 14 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.