პარალიმპიელების დაბრუნება

12:35, 02.09.2021

ტოკიოდან საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდნენ პარალიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორები ინა ქალდანი და რევაზ ჩიკოიძე. ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელმაც ოლიმპიადებისა და პარალიმპიადების ისტორიაში ფინალში გასვლა და მედლის მოპოვება შეძლო. რევაზ ჩიკოიძემ კი, ფინალური შეხვედრა ირანელ მეტოქესთან დათმო და ვერცხლის მედალი მიიღო.

 

მსგავსი