22:6 ბორჯღალოსნების სასარგებლოდ.
2019 წლის რაგბი ევროპის დასკვნითი მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრა კრასნოდარში, ყუბანის სტადიონზე გაიმართა.
35 ათასი მაყურებლის წინაშე, თამაშის დაწყებამდე, ჰიმნის შესრულებისას, ქართველი მორაგბეები სპეციალური მაისურებით წარდგნენ, რომელზეც საქართველოს რუკა იყო დატანილი.
კრასნოდარში იმყოფება პირველი არხის გადამღები ჯგუფი.