საქართველოს მოქალაქის გატაცება საოკუპაციო ზოლიდან

საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედება. გატაცებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. აღნიშნულ პროვოკაციულ ქმედებას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

სუს-ის ცნობით, მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ადგილზე სიტუაციის გარკვევას „მოამბის“ გადამღები ჯგუფი ცდილობს.

ნინო ფისაძე დეტალებით.